უდაოა ის ფაქტი, რომ უმაღლესი სასწავლებლები ზრუნავენ ახალგაზრდა თაობებისთვის რათა
უზრუნველყონ ხარიასხიანი განათლება და სწავლება და შესაბამისად მიიღონ ხარისხის დიპლომი თუ
სერტიფიკატი.
პირველად საქართველოში, პედაგოგ ზურაბ რევაზიშვილის მიერ დაინერგა სრულიად ახალი, ინოვაციური და განსხვავებული სწავლის განხრა, რომელიც ახალისებს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუდენტებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შემეცნებითი ტურ-ლექციების მეშვეობით.
ზურაბის თქმით და ხედვით სტუდენტი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ან ორ წიგნზე.
მართალია წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია ადამინის ცხოვრებაში, მაგრამ სტუდენტმა უნდა მიიღოს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, შესაბამისად განათლება სხვადასხვა გზით თუ საინფორმაციო წყაროებით.
ზურაბი, პირადი კონტაქტების მეშვეობით ახორციელებს ასეთ ტურ-ლექციებს ქვეყნის უმაღლეს
სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოებში და ასევე კერძო სტრუქტურებში/სექტორებში.
როგორც ქართველი და ასევე უცხოელი სტუდენტების თვალსაწიერი უფრო მეტად ღრმავდება და იძენენ უფრო მეტ ინფორმაციასა და განათლებას თუ როგორ ფუნქციონირებენ ზემო აღნიშნული სექტორები.