TOEFL მოსამზადებელი კურსი

TOEFL (iBT) – განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მაღალი ქულის მიღება საბაკალავრო, მაგისტატურასა ან დოქტურანტურაში სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

ეს არის ინტერნეტ ტესტირება, რომელიც ამოწმებს ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელ ოთხ ენობრივ უნარ-ჩვევას: კითხვას, მოსმენას, ზეპირ და წერით მეტყველებას.

აღნიშნული ტესტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი ენობრივი შესაძლებლობები.

TOEFL (iBT) აგრეთვე მიზნად ისახავს ინტეგრირებული უნარჩვევების აღმოჩენა-განვითარებას და შესაძლებლობას აძლევს კანდიდატს/სტუდენტს აკადემიურ დონეზე გამოიყენოს საკუთარი საკომუნიკაციო უნარები, ამასთან მოამზადოს იგი აკადემიური სასწავლო სამუშაოს შესასრულოებლად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

toefl bolo
mv3
v4 1
v4 1

FAQ

TOEFL iBT-ისა და IELTS-ის სწავლების ზოგადი ხშირად დასმული კითხვები

რატომ მჭირდება პროფესიული ენის სერტიფიკატები, როგორიცაა TOEFL iBT ან IELTS?

სერტიფიკატი ხელს უწყობს გააუმჯობესო სამუშაო პერსპექტივები, დაწინაურდე სამსახურში ან გაზარდო უცხო ქვეყნებში იმიგრაციის პერსპექტივები, ჩააბარო უნივერსიტეტებში/კოლეჯებში ან გახდე უფრო მოთხოვნადი მასწავლებელი.

* TOEFL iBT (ინტერნეტზე დაფუძნებული) სალაპარაკო სექციის დროს საუბარი იწერება მიკროფონის საშუალებით გამომცდელის დასწრების გარეშე.
* IELTS გთავაზობთ როგორც ქაღალდის, ასევე კომპიუტერის მეშვეობით ჩაბარების ვარიანტებს, სალაპარაკო ტესტი ტარდება პირისპირ გამომცდელთან ერთად.
* TOEFL iBT-ის გამოცდა მიმდინარეობს დაახლოებით 4 საათი.
* IELTS გამოცდა მიმდინარეობს დაახლოებით 2 საათი და 45 წუთი.

* არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე ტესტის ჩაბარებისას, მათ სასურველ გამოყენებაზე (სწავლა vs მიგრაცია) და სასურველ ტესტის ფორმატზე.
* TOEFL ფართოდ არის მიღებული, ძირითადად აკადემიური მიღებისთვის, განსაკუთრებით აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლეში. იმიგრაციისთვის არ არის აღიარებული ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი ან კანადა.
* IELTS აღიარებულია აკადემიური მიზნებისთვის, ასევე იმიგრაციისა და სამუშაო პერსპექტივისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ის მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე ზოგად სასწავლო მოდულებს.

* TOEFL iBT-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ETS-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.ets.org/toefl.html
* IELTS-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.britishcouncil.ge/en/exam/ielts

ორივეს, მაგრამ ძირითადად ინდივიდუალურ გაკვეთილებს.

ეს დამოკიდებულია კანდიდატის/სტუდენტის ინგლისური ენის დონეზე.

არა. ჩემი კურსები გვთავაზობთ მხოლოდ მაღალი დონის ტრენინგს და მომზადებას TOEFL iBT-ის ან IELTS-ისთვის.