კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მაღალი ქულის მიღება საბაკალავრო, მაგისტატურასა ან დოქტურანტურაში სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ან ევროპაში.
IELTS სერტიფიკატს აღიარებს ევროპის ყველა უნივერსიტეტი, აგრეთვე კანადის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის სასწავლო დაწესებულებები.
კურსის მიზანია მსმენელებს განუვითაროს ტესტის ჩაბარების სტრატეგიები.
კურსის განმავლობაში მსმენელი მიიღებს კონსულტაციას ოთხ ძირითად უნართან დაკავშირებით: წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა.
რატომ მჭირდება პროფესიული ენის სერტიფიკატები, როგორიცაა TOEFL iBT ან IELTS?
სერტიფიკატი ხელს უწყობს გააუმჯობესო სამუშაო პერსპექტივები, დაწინაურდე სამსახურში ან გაზარდო უცხო ქვეყნებში იმიგრაციის პერსპექტივები, ჩააბარო უნივერსიტეტებში/კოლეჯებში ან გახდე უფრო მოთხოვნადი მასწავლებელი.
რა განსხვავებაა TOEFL iBT-სა და IELTS-ს შორის?
* TOEFL iBT (ინტერნეტზე დაფუძნებული) სალაპარაკო სექციის დროს საუბარი იწერება მიკროფონის საშუალებით გამომცდელის დასწრების გარეშე.
* IELTS გთავაზობთ როგორც ქაღალდის, ასევე კომპიუტერის მეშვეობით ჩაბარების ვარიანტებს, სალაპარაკო ტესტი ტარდება პირისპირ გამომცდელთან ერთად.
* TOEFL iBT-ის გამოცდა მიმდინარეობს დაახლოებით 4 საათი.
* IELTS გამოცდა მიმდინარეობს დაახლოებით 2 საათი და 45 წუთი.
რომელი გამოცდა უნდა ჩავაბარო: TOEFL iBT თუ IELTS?
* არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე ტესტის ჩაბარებისას, მათ სასურველ გამოყენებაზე (სწავლა vs მიგრაცია) და სასურველ ტესტის ფორმატზე.
* TOEFL ფართოდ არის მიღებული, ძირითადად აკადემიური მიღებისთვის, განსაკუთრებით აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლეში. იმიგრაციისთვის არ არის აღიარებული ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი ან კანადა.
* IELTS აღიარებულია აკადემიური მიზნებისთვის, ასევე იმიგრაციისა და სამუშაო პერსპექტივისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ის მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე ზოგად სასწავლო მოდულებს.
როგორ დავრეგისტრირდე TOEFL iBT/IELTS გამოცდებზე?
* TOEFL iBT-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ETS-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.ets.org/toefl.html
* IELTS-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.britishcouncil.ge/en/exam/ielts
ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ გაკვეთილებს სთავაზობთ?
ორივეს, მაგრამ ძირითადად ინდივიდუალურ გაკვეთილებს.
რა დრო სჭირდება გამოცდისთვის მომზადებას?
ეს დამოკიდებულია კანდიდატის/სტუდენტის ინგლისური ენის დონეზე.
შემიძლია თუ არა სერტიფიკატის მიღება თქვენი კურსების დასრულების შემდეგ?
არა. ჩემი კურსები გვთავაზობთ მხოლოდ მაღალი დონის ტრენინგს და მომზადებას TOEFL iBT-ის ან IELTS-ისთვის.